დავით უსუფაშვილი - „ქართულ ოცნებას“ უპირობო გამარჯვება ხელისუფლებაზე უარყოფითად აისახებოდა
პოლიტიკა - 20:40, 16 Jun, 2014     1533

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „კოალიცია „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში უპირობო გამარჯვება რომ მოეპოვებინა, ეს ხელისუფლაბაზე უარყოფითად აისახებოდა, არჩევნების ასეთმა შედეგებმა კი ხელისუფლებას დაანახა, რომ საზოგადოება ფხიზლად ადევნებს თვალს და საჭიროა მეტი მუშაობა“.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, "ქრონიკაში" პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

„საქართველოს მოსახლეობა უპირობოდ ენდობა კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მას მკაფიოდ მიანიშნებს, რომ საჭიროა მეტი მუშაობა, უკეთესი მუშაობა იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა იყოს გარანტირებული ხვალისთვისაც და ზეგისთვისაც. მოსახლეობა, დღევანდელი მდგომარეობით, ვერ ხედავს უკეთეს ალტერნატივას, ვისაც გადააბარებდა ხელისუფლებას, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მიანიშნებს, რომ არავინ და არაფერია ქვეყანაზე მუდმივი და საჭიროა მეტი მუშაობა - მოსახლეობისთვის მათი პრობლემების უკეთ და უფრო სწრაფად მოგვარება. ამ არჩევნებმა არანაირად არ მოგვცა ეიფორიის საშუალება. იქნებოდა ცუდი ყველგან და ყველაფერში რომ გაგვემარჯვებინა და მიგვეღო 70%-80%, ეს უარყოფითად იმოქმედებდა ჩვენს საქმიანობაზე. ასეთ დროს ჩავთვლიდით, რომ არაფერი პრობლემა არ არის და დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობა ფხიზლად გვადევნებს თვალს. ამ გზავნილს ადეკვატურად გადავზრდით ძალიან კონკრეტულ საქმეებში“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, ის თვითმმართველობის არჩევნებზე უფრო მეტ აქტივობას ელოდა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მხარდამჭერების აქტივობასც და პასიურობაც კონკრეტული კანდიდატების დამსახურებაა.

„თუ კარგია აქტივობა და თუ ცუდია აქტივობა, ორივე კანდიდატების დამსახურებაა. მათ უნდა იზრუნონ, რომ პასიური ამომრჩევლების გარდა, აქტიურებიც ჰყავდეთ. თუმცა ვინც დარჩა სახლში, ამით არჩევენებს ჩრდილი არ მისდგომია. მე ცოტა უფრო მეტ აქტივობას – 46%-47%-ს ველოდებოდი“,- განაცხადა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42