შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, შსს-მ მარნეულის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით დაიწყო, რაც არჩევნების შედეგების გაყალბებას გულისხმობს.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მკაცრად დაისჯება ამ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად",- აღნიშნა გიორგობიანმა.
მარნეულში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვიდეომასალა დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა. გასაჯაროვებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ერთი და იგივე პიროვნება თუ როგორ ახორციელებს საარჩვენო ყუთთან, რამდენიმე ბიულეტინის, რამდენჯერმე ჩაყრას.
მასალის გამოყენების პირობები






