„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ჩვენ შევისწავლეთ ეს ფაქტი, სხვადასხვა მხარე სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნიღბიანი პირები შეიჭრნენ საარჩევნო უბანზე. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო უბანზე მყოფ პირებს, მათ შორის - საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, ისინი საუბრობენ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საერთო ჯამში, ამასთან დაკაშირებით ალბათ, გამოძიება უნდა დაიწყოს. ჩვენი ინფორმაციით, დღეს ყველა ის პირი გათავისუფლებულია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
გვიან ღამით, ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას და ნუგზარ წიკლაურს დაუპირისპირდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






