მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი საგარეო უწყებაში დიპლომატებს ხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი ელჩი დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა ამ არჩევნებს და მათ სურთ, გაიგონ, რა შთაბეჭდილება აქვთ დიპლომატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ისინი ელჩებს თავიანთ შეფასებებს გააცნობენ.
თავის მხრივ, ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ის ელჩებს იმ შედეგს გააცნობს, რასაც საქართველომ მიაღწია.
პეტრიაშვილის შეფასებით, ეს არის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი და ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ელჩებს არჩევნებთან დაკავშირებით პოზიტიური შეფასება ექნებათ.
შეხვედრის დაწყებამდე ელჩებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მინისტრებთან აუდიენციას დიპლომატებიდან ევროკავშირის, შვეიცარიის, უკრაინის, თურქეთის ელჩები და დიპკორპუსის სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






