“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს არალეგიტიმურად თვლის. ნათელაშვილის თქმით, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობაზე მიუთითებს.
“მე ქართული და მსოფლიო საზოგადოების გასაგონად მთელი პასუხისმგებლობით მინდა, განვაცხადო, რომ გუშინდელი ადგილობრივი არჩევნები ივანიშვილის რეჟიმმა ყოვლად უსირცხვილოდ და უნამუსოდ გააყალბა, თანაც ისეთ დონეზე, რომ ჩვენი სახით მოწმეც კი არ დაასწრო საარჩევნო კომისიებში, რათა იურიდიული დაფიქსირება არ მომხდარიყო იმ ბოროტმოქმედებებისა, რაც იქ გათამაშდა. არჩევნებზე კატასტროფულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებ, რომ არჩევნები ლეგიტიმური არ არის და შედეგი არ გამოხატავს მოსახლეობის უბრალო უმრავლესობის ინტერესებსაც კი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






