„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის გამგებლობის კანდიდატ აკმამედ იმამკულიევის განცხადებით, არსებობს ვიდეომასალა, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ მარნეულის უბნებზე ბიულეტენების ჩაყრა მიმდინარეობდა.
ამის შესახებ მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადა.
„იყო გაყალბების ძალიან ბევრი ფაქტი. უნდოდათ, ჩემი კანდიდატურა მოეხსნათ, მაგრამ სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ თქვა, რომ ხსნიდა კანდიდატურას, მაგრამ კიდევ ერთხელ მოატყუეს საზოგადოება. გვაქვს ვიდეომასალა, სადაც აღწერილია, რომ ბიულეტენებს ბევრ უბანზე ყრიან. არის ასახული ისიც, რომ უშიშროებისა და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არის მოსახლეობაზე ზეწოლა. „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატიც თავად დადიოდა გუშინ და ზეწოლას ახორციელებდა მოსახლეობაზე“,-განაცხადა აკმამედ იმამკულიევმა და დასძინა, რომ ვიდეომასალა მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები






