“ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ “ნაციონალური მოძრაობის" რეანიმირება მოეხდინა"- კახიშვილი
პოლიტიკა - 16:11, 16 Jun, 2014     1806

ექსპერტი კახა კახიშვილი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და ხელისუფლებას დაფიქრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ სირაქლემას პოზაში ყოფნას გააგრძელებს, 2016 წლის არჩევნები უარესი შედეგით დასრულდება“.

“თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს სირაქლემის პოზაში ყოფნას, ხალხის არმოსმენას, თუ გააგრძელებს პრემიების აღებას, ძვირადღირებული მანქანების ყიდვას, უკონკურენტო და არაპოპულარული კანდიდატების წარდგენას, ამავდროულად კმაყოფილი სახეებით პრესკონფერენციების ჩატარებას, გარწმუნებთ, რომ 2016 წლის არჩევნები გაცილებით უარესი შედეგით დასრულდება მისთვის. “ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ რეანიმირება მოეხდინა “ნაციონალური მოძრაობისა”. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ხელისუფლებას რეალურად მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ აქვს, გვეუბნებოდნენ, რომ რაღაც გვეშლება”, - განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ გარემოცვაში ტრიალებს და ხალხის რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კახიშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია, გაცილებით ორგანიზებულია.

“2012 წელს 1 ოქტომბერს ხალხი გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიებში და საპროტესტო ხმა მისცა ხელისუფლებას ანუ თქვა - “მე არ მინდა მიშა”. 2014 წლის 15 ივნისს იგივე მოსახლეობა პროტესტის ნიშნად აღარ მივიდა არჩევნებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს 10-მეტრიანი ბილბორდების არ სჯერა. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც გააკეთებენ დასკვნას, რომ პრემიები აიღეს არაფერში, რადგან არაფერი გაუკეთებიათ, რისი მოლოდინიც იყო და ეს აისახა არჩევნებზე”, - განაცხადა კახიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42