განახლებული დიზაინის დაბადების მოწმობების გაცემა დაიწყო
პოლიტიკა - 15:49, 16 Jun, 2014     5975
განახლებული დიზაინის დაბადების მოწმობების გაცემა სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლებში დღეს დაიწყო.

ახალშობილის მშობლებს უკვე აქვთ საშუალება შვილის დაბადების მოწმობა განახლებული, თანამედროვე დიზაინისა და სტანდარტის დოკუმენტის სახით აიღონ.

დაბადების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა, რის საფუძველზეც შემუშავდა დაბადების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი. აღსანიშნავია, რომ დღემდე იუსტიციის სახლებსა და სერვისების განვითარების სააგენტოებში აღნიშნული დოკუმენტი სტანდარტული A4 ფომატის ფურცლის სახით გაიცემოდა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

დაბადების პირველადი მოწმობა კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან მეორე დღეს უფასოდ გაიცემა. მათთვის კი, ვისაც სურვილი აქვს დაბადების რეგისტრაციის მოწმობა ახალი დიზაინის მქონე, თანამედროვე დოკუმენტის სახით ჰქონდეს, სერვისების განვითრების სააგენტოებისა და იუსტიციის სახლის ფილიალებს უნდა მიმართონ. განმეორებითი დაბადების მოწმობის აღების ღირებულება 2 ლარს შეადგენს.

დაბადების მოწმობა უკვე მეორე დოკუმენტია, რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განახლდა. მაისიდან იუსტიციის სამინისტრომ მოსახლეობას უკვე შესთავაზა განახლებული ქორწინების მოწმობა საზეიმო დოკუმენტის დიზაინით.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42