გია ნოდია - საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით თვალსაჩინო გაუარესება შეიმჩნევა
პოლიტიკა - 15:50, 16 Jun, 2014     556

პოლიტილოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, თვალსაჩინო გაუარესება შეიმჩნეოდა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნოდიამ განმარტა, თვალსაჩინო გაუარესება ფიზიკურ ძალადობასა და ფარულ ზეწოლაში გამოვლინდა.

„საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით თვალსაჩინო გაუარესება შეიმჩნევა. ეს გამოვლინდა ფიზიკური ძალადობის გახშირებაში, რომელიც ფარულ ზეწოლაში გამოიხატა, ამან კი ბევრი კანდიდატურის მოხსნა გამოიწვია“ – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გია ნოდიამ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე გარემო გაცილებით კონკურენტული იყო, ვიდრე - წინა არჩევნებზე.

„გარემო უფრო კონკურენტული იყო, ვიდრე წინა არჩევნების დროს, თუმცა საქართველოში სამწუხარო კანონზომიერება შეიმჩნევა: რაც უფრო კონკურენტულია არჩევნები, მით უფრო მეტი დარღვევა შეიმჩნევა“ – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

რაც შეეხება შედეგებს, ნოდიას თქმით ხალხმა აშკარად თვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძირითადი ოპოზიციური ძალაა.

„რომ ვიყოთ ჩამოყალიბებული დემოკრატიული ქვეყანა, ვიტყოდით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. მართალია, მისმა რეიტინგმა იკლო, რაც არჩევნების შედეგებზეც აისახა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი იმარჯვებენ, რაც სერიოზული წარმატებაა სახელისუფლებო პარტიისათვის. მაგრამ თუ ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებულ მიზანს გავითვალისწინებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრა“ ან „უნდა გაქრეს“, რა თქმა უნდა, ამ მიზნის თვალსაზრისით ხელისუფლებამ წააგო, ანუ ვერ შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოოდ განადგურება. ბევრგან იქნება მეორე ტური და სავარაუდოდ, მეორე ტურშიც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მაგრამ აქ მთავარია კითხვა: შეიცვლება თუ არა პოლიტიკური კონკურენციის და თანამშრომლობის პირობები. აქამდე „ ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლეგიტიმურ ოპოზიციად არ აღიარებდა. ახლა, წესით, ეს მას უფრო უნდა გაუჭირდეს, რადგან წინააღმდეგობაში მოდის ხალხის აზრთან, რომელმაც აშკარად თქვა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ არის ძირითადი ოპოზიციური ძალა. თუმცა ეს არ არის გარანტია იმისა, რომ პოლიტიკური პროცესები ნორმალიზაციისკენ წავა“– აღნიშნა ნოდიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42