"ქართული პარტიის" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გორში, საარჩევნო შტაბში ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ოქრუაშვილის განცხადებით, გორში არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია და იგი მის გუნდთან ერთად ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
"მიუხედავად იმისა, რომ მე არ მომეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მოგვიწია ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა, დავაყენეთ სხვა კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ დაგვიპირისპირდა საკმაოდ ძლიერი სახელისუფლებო რესურსი, საკმაოდ დიდი ფულადი მასა, შედეგს ჩვენ არ ვთვლით წარუმატებლად. საკმაოდ კარგი შედეგია. დაახლოებით 35-30 პროცენტის ფარგლებში ვართ პროპორციული სისტემის არჩევნებში, მერობის კანდიდატებთან მიმართებაში 40%-30%-ზე ვართ. მეორე ტური გარდაუვალია. დაახლოებით 1400 ხმის სხვაობით ლიდერობს ჩვენი კონკურენტი კანდიდატი მაგრამ, ამით არაფერი არ იცვლება ბრძოლას ჩვეულებრივ ვაგრძელებთ. სამწუხაროდ ჩვენი ამომრჩეველი დაიმედდა და ჩათვალა, რომ გამარჯვება მიღწეული გვქონდა და არ მივიდა უბნებზე, რაც შეიძლება ცუდი მუშაობის შედეგიც იყოს. თუმცა ყველაფერი წინ არის. მეორე ტურისთვის ვიბრძოლებთ ყველგან. მეორე ტურში ბიბრძოლებთ, როგორც ქალაქში ისე თვითმმართველ თემში",- განაცხადა ოქრუაშვილმა.
გიორგი ახალკაცი, გორი, "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






