"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ცესკო-ს მოუწოდებს, კომისიის წევრების კვალიფიციურობის დონე აამაღლოს
პოლიტიკა - 15:40, 16 Jun, 2014     1474
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ცესკო-ს მოუწოდებს, კომისიის წევრების კვალიფიციურობის დონე აამაღლოს.

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"ორგანიზაციამ თვითმმათველობის არჩევნებზე თბილისის 55 საარჩევნო უბანს დააკვირდა. ოთხი მობილური ჯგუფი დედაქალაქის სხვადასხვა უბანზე დილის 09:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მოძრაობდა. აქტივობის და არჩევნების მიმდინარეობის კუთხით ორგანიზაციამ სულ 3 შუალედური შედეგი გამოაქვეყნა 12:00, 17:00 და 19:00 საათის მდგომარეობით.
ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა მშვიდ და თავისუფალ გარემოში. ამომრჩევლების მხრიდან რაიმე სახის პროვოკაციას და არჩევნების მიმდინარეობაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას ადგილი არ ქონია.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საუბარი მიმდინარეობს არჩევნების განსაკუთრებით დაბალ აქტივობაზე, რომელსაც ვერ დავეთანხმებით. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების აქტივობა შეადგენდა 47%. ცესკოს მონაცემებით 2014 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 43.31% შეადგენს. ფაქტია, რომ რეალურად წინა თვითმმართველობის არჩევნებს, უკანასკნელი არჩევნები 3.69% ჩამოუვარდება. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომელიც 2010 წლისათვის უკავშირდებოდა ამომრჩეველთა სიებს და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმოჩენილ უამრავ ყალბ პირადობის დამადასტურებელი მოწმობების არსებობას.

აქვე მინდა მოგაწოდოთ ინფრომაცია 1998, 2002, 2006 წლების საკრებულოს არჩევნების აქტივობის შესახებ, რათა კიდევ უფრო ნათელი გახდეს დინამიკა. 1998 წელს აქტივობა შეადგენდა 39%-ს, 2002 წელს - 45%-ს, ხოლო 2006 წელს - 35%. ნათელია, რომ კლებასთან საქმე არ გვაქვს.

ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნები რომ დაბალი აქტივობით გამოირჩევა ეს ცალსახად დასტურდება ცესკოს ზემოთ მოცემული ოფიციალური მონაცემებიდან და ამ არჩევნების შედარება საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნებთან, მიგვაჩნია რომ არის სპეკულირება პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

ორგანიზაციამ მონიტორინგის პროცესში დააფიქსირა სულ 2 დარღვევის ფაქტი, რომელზეც შედგა ოქმები. დარღვევები ძალიან უმნიშვნელო იყო, ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მხრიდან მცდელობა, ხელმეორედ შესულიყო უბანზე, თუმცა მარკირების არსებობის დაფიქსირების გამო, იგი არ იქნა დაშვებული უბანზე.

დღის განმავლობაში ჩვენი არაერთი კოლეგა ორგანიზაციის მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე. მათი მხრიდანაც დაფიქსირდა საკმაოდ საყურადღებო დარღვევები, თუმცა როგორც ჩვენ, ასევე ისინიც საუბრობდნენ, რომ დარღვევები უმნიშვნელო ხასიათისაა და ძირითადად პროცედურულ ხასიათს ატარებს.

ორგანიზაციამ გააანალიზა არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ დღის განმავლობაში გამართული ბრიფინგები და დაფიქსირდა, რომ დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 80-90% უკავშირდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ტექნიკური ხასიათის დარღვევებს. მსგავსი შემთხვევები 2013 წლის არჩევნებშიც იყო და ამაზე რეკომენდაციითაც მივმართეთ საჯარო სივცეში ცესკოს, რათა მეტი ყურადღება დაეთმობოდა კადრების კვალიფიციურობაზე ზრუნვას. ვერ ვიტყვით, რომ ცესკოს მხრიდან ამ საკითხის დარეგულირებას ყურადღება არ დაეთმო, თუმცა პრობლემები ისევ რჩება. შესაძლებელია, რომ ეს დარღვევები პროვოცირებულიც იყოს, რადგან დესტრუქციული ძალები ამ არჩევნებშიც ინარჩუნებდნენ გავლენებს ამა თუ იმ საარჩევნო ოლქებში.
ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მთლიანობაში დადებითად აფასებს არჩევნების ჩატარების პროცესს და მიუთითებს, რომ მიუხედავად მიღწეული შედეგებისა. რიგი საკითხები საჭიროებს დახვეწას.

მივმართავთ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევენები იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული და თავისუფალი, რათა ქვეყნის ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში გახდეს შეუქცევადი პროცესი. გამოვლენილი დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა მარტვილში და ანაკლიაში მყისიერად იქნას გამოძიებული და გატარდეს კანონის შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები.

ორგანიზაცია მოუწოდებს ცესკოს, საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული დრო გამოიყენოს ეფექტურად და კომისიის წევრების კვალიფიციურობის დონე აამაღლოს სათანადო სტანდარტამდე, რათა ამომრჩეველს არ შეექმნას დისკომფორტი არჩევანის გაკეთების დროს.

უმნიშვნელოვანესია დაიგეგმოს და განხორციელდეს პროექტები, რომელიც მოახდენს არჩევენების პოპულარიზაციას ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდის კუთხით. ცალსახაა, რომ ამომრჩეველს ვერ ვაიძულებთ მივიდეს საარჩევნო ყუთებთან, თუმცა ქვეყანამ უნდა შეძლოს დადებითისკენ შეცვალოს საზოგადოების წარმოდგენა არჩევნების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42