პრემიერი გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 15:32, 16 Jun, 2014     1474

საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის გრანტისა და შეღავათიანი სესხის სახით გამოყოფილი თანხის მნიშვნელობას, რომლის მოცულობაც დაახლოებით 465 მილიონ ევროს შეადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გერმანიის მეშვეობით ფინანსდება საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი; ბათუმში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; ასევე იწყება ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც ქუთაისის გარდა ხუთ მიმდებარე რაიონს მოემსახურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი კლაუს ტანცბერგერი, KFW-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დირექტორი ევა ვიტი, KFW-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ლარს ურმანი, გერმანიის საელჩოს, განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი კატერინა დერკონი დაესწრნენ.

საქართველოს მხრიდან კი შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი და ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ყაველაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42