ლუის ნავარო მართლმადიდებლად მოინათლა
პოლიტიკა - 14:54, 16 Jun, 2014     1648

ქართველებისათვის ყველაზე ოდიოზური და პოპულარული, NDI-ის ქართული ოფისის შეფი ლუის ნავარო ორი დღის წინ მართლმადიდებლად მოინათლა.

გუშინ თბილისის ქვემო ბეთლემის ეკლესიაში დილის წირვაზე მისულ მრევლს მამა ალექსანდრემ ქადაგების ბოლოს უწმინდესისა და უნეტარესის შეგონება შეახსენა და თქვა, რომ ძალიან ძნელია პრობლემებით სავსე ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ქართველებმა მაინც უნდა შევძლოთ საკუთარ სამშობლოში დარჩენა და ამ პრობლემებთან გამკლავება. მით უფრო მაშინ, როცა უცხო ქვეყნიდან დროებით ჩამოსული ადამიანები აქ ისეთ სულიერ გარემოს პოულობენ, უკან დაბრუნება აღარ უნდათ. მამა ალექსანდრემ ლუის ნავაროს მაგალითი დაასახელა და თქვა, რომ წინა დღეს ეკლესიაში მოულოდნელად მივიდა ქართველებისათვის კარგად ნაცნობი პერსონა და მართმადიდებლად მონათვლა ითხოვა.

„მართალი გითხრათ, გავოცდი, მაგრამ როცა ამ ადამიანის აღსარებასავით ნათქვამი მოვისმინე, ცრემლი მომადგა, - თქვა მამა ალექსანდრემ, - ნავარომ მითხრა, ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მიცხოვრია, მაგრამ ისეთი ტკბილი, თბილი და ზნეობრივი ხალხი, როგორიც საქართველოში ცხოვრობს, არსად მინახავსო. დიდხანს ვეძებდი მიზეზს და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი თქვენი რწმენიდან მოდისო. ისიც გაგვიმხილა, რომ საბოლოოდ აქ დარჩენას აპირებს და იხუმრა, აქ დამმარხეთო“.

ლუის ნავარო შაბათს ბეთლემის მამებმა მართლმადიდებლად მონათლეს. იგი ამერიკის მოქალაქეა, წარმოშობით პერუდან და როგორც თვითონ უთქვამს, არც ერთი რწმენის მიმდევარი არ ყოფილა.


წყარო: geotimes.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42