საზოგადოებამ ,,ქართულ ოცნებას“ ყვითელი აუნთო და პასიური პროტესტი გამოუხატა - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 13:11, 16 Jun, 2014     1663
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ საუბარში, არჩევნების შედეგების შეფასებისას სამ ძირითად ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ,,ყვითელი“ შუქი, რომელიც მოსახლეობამ მმართელ პარტიას აუნთო, პასიური პროტესტი და ,,ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნებული ბაზისური ელექტორატი.

,,ის, რაც მოხდა ადგილობრივ არჩევნებზე, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობამ ,,ყვითელი“ აუნთო ,,ქართულ ოცნებას“. ეს არის საზოგადოების მხრიდან მმართველი ძალის პირველი სერიოზული გაფრთხილება, რომ ის მიმართულება, რომლითაც ქვეყანა ვითარდება, საზოგადოებისთვის არ არის მისაღები.

კერძოდ, პირველი - არის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა და ამ პრობლემებზე პასუხი ,,ქართული ოცნების“ მხრიდან ნარცისიზმის და თვითდაჯერებულობის სახით, საზოგადოებისთვის მისაღები არ არის.

მეორე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა თავისი ბაზისური ელექტორატი საქართველოს მასშტაბით დაამტკიცა, რომ ის არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა და წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების ალტერნატივას, მიუხედავად იმ რეპრესიებისა და ძალადობისა, რომელიც არის ქვეყანაში.

მესამე - საზოგადოებამ, გარდა იმისა, რომ მთავრობას ყვითელი აუნთო, ასევე გამოხატა პასიური პროტესტი იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში. ეს გამოიხატა იმაში, რომ არჩევნებზე მოვიდა ძალიან ცოტა ამომრჩეველი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. თუ თქვენ გადახედავთ ისტორიას, ნახავთ, რომ სწორედ ასე იწყება პროტესტის ტალღა - ჯერ ამორჩეველი პასიურად გამოხატავს პროტესტს და არ მიდის არჩევნებზე, და შემდეგ უკვე თუ არაფერი არ იცვლება, გამოხატავს აქტიურ პროტესტს, როცა არჩევნებზეც მიდის, საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობს და ა.შ.“, - აცხადებს შაშკინი.

რაც შეეხება, დავით ნარმანიას განცხადებას, რომ ადგილობრივ არჩევნებზე, როგორც წესი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა, შაშკინი განმარტავს, რომ ამ მხრივ, ყველა ქვეყანაში ბუნებრივად დაბალი აქტივობაა ადგილობრივ არჩევნებში, თუმცა მისივე თქმით, საყურადღებო ისაა, თუ რამდენად დაბალია.

,,ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში უფრო დაბალია აქტივობა, ვიდრე ეროვნულ არჩევნებზე იქნება ეს საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო, ეს არის ბუნებრივი და გასაგები, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, თუ რა პროცენტით და რამდენად უფრო დაბალია. ამ არჩევნებზე, სადაც კონკურენცია იყო და სადაც, თბილისის გარდა ასევე სხვა ქალაქებშიც მერები ირჩეოდა, რეალურად მაჩვენებელი არის დაბალი. დაბალია როცა მოდის 50% იმასთან შედარებით, რაც იყო წინა არჩევნებზე, მაგრამ დღეს როცა თბილისში მოდის ამომრჩევლის ერთი მესამედი, მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი ასე გამოხატავს თავის პროტესტს იმ მიმართულებაზე, რომლითაც ქვეყანა ვითარდება. სწორედ ამ მიმართულებით საინტერესოა ის კველვები, რომლებიც ტარდებოდა, იქაც იკითხება ამომრჩევლის განწყობა ქვეყნის განვითარებათან დაკავშირებით, სადაც მუდმივად იკლებს მათი რაოდენობა, რომელიც თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება“, - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42