,,ნციონალური მოძრაობა"- გუშინდელი არჩევნები 2010 წლის არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯია.
პოლიტიკა - 13:00, 16 Jun, 2014     1674

პარტია "ერთიანი ნციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, სადაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს.

პარტია მიიჩნევს, რომ გუშინდელი არჩევნები 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯია.

"პოლიტიკურ ოპონენტთა ღია და დეტალურად დოკუმენტირებულმა დევნამ, მათმა არჩევნებიდან ჩამოცილების მიზნით დაპატიმრებამ, მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრებზე საჯარო ფიზიკურმა ძალადობამ და ანგარიშსწორებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, როგორც წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ დაბალ აქტივობაზე. ასეულ ათასობით მოქალაქის გუშინდელ არჩევნებზე არ მისვლა მთავრობის მიერ ხალხისთვის შეთავაზებული არაცივილიზებული პოლიტიკური კონკურენციის მიმართ პროტესტიცაა. ამ ყველაფერს ამძაფრებდა პრემიერ-მინისტრის და უმაღლესი თანამდებობის პირების დემოკრატიული საზოგადოებისთვის პრინციპულად დაუშვებელი ძალადობის გამამართლებელი და ზეაგრესიული განცხადებები. სამწუხაროდ, არჩევნების დღეს, ქართული დემოკრატიის ეს ნათლად გამოხატული უკანდახევა საარჩევნო ოლქების მნიშვნელოვან ნაწილში არჩევნების ხილული გაყალბებით დასრულდა.

იმის გამო, რომ, განვლილი წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში, მთავრობამ ხალხს ვერ შესთავაზა გაკეთებული საქმე, ვერ გადაჭრა ვერც ერთი პორბლემა და ვერ ჩამოაყალიბა ქვეყნის განვითარების ვერანაირი ხედვა, ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა მიიღეს ხალხის არჩევანის მნიშვნელოვნად დამახინჯების და ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბით გამოყენების გადაწყვეტილება.

ძალადობისა და კარგად აღნუსხული გაყალბების მიუხედავად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, და მრავალ სხვა რეგიონსა თუ ქალაქში მეორე ტურში გამარჯვებისათვის იბრძოლებს. საკუთრივ მეორე ტურების გამართვის ფაქტი ნათლად მეტყველებს არა მხოლოდ იმაზე რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ უუნარო მთავრობის მთავარ ალტერნატივად განიხილავს, არამედ იმაზეც რომ მისი მხარდაჭერა სერიოზულადაა გაზრდილი.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენი პარტიის ყველა მხარდამჭერს, რომელიც არ შეუშინდა სახელისუფლო მანქანის წნეხს ბრძოლას და ბოლომდე იბრძოლა გამარჯვებისთვის. ჩვენი პარტია დაუღალავად იშრომებს იმისათვის რომ დაიბრუნოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქის ნდობა, შეაჩეროს ქვეყნის უკუსვლა და საფუძველი დაუდოს საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიის კვლავ აღმავლობას.

გვინდა მოგიწოდოთ, იმავე შემართებით გავაგრძელოთ ბრძოლა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ყველა იმ ქალაქსა და რაიონში, სადაც მეორე ტურები დაინიშნა.

და ბოლოს, ცალკე აღნიშვნის ღირსია პრემიერ ღარიბაშვილის პოლიტიკურად უმწიფარი და უპასუხისმგებლო საქციელი, როდესაც, გამოცხადებული ობიექტური ეგზიტ-პოლების ფონზე, იგი დაჟინებით ცდილობდა თბილისის ამომრჩევლის ნების იგნორირებას და საკუთარი სურვილის მიხედვით კორექტირებას.

ასეთი ხელოვნური ზეიმების ნაცვლად, ხელისუფლებამ საზოგადოების მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოამჟღავნოს და მას გაკეთებული საქმეები შესთავაზოს",- აღნიშნულია პარტიის მიერ გავცელბულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42