პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, კანონით განსაზღვრული ნორმებით მეორე ტურის დანიშვნა არჩევნებიდან ორ კვირაშია შესაძლებელი.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ხმალაძემ განმარტა, მეორე ტურის დასანიშნად გარკვეული პროცედირების დასრულებაა საჭირო.
„კანონით გასაზღვრულია ორი კვირის ვადა. მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისია დადებს საბოლოო შედეგებს, მეორე ტურის დანიშვნა შეიძლება არჩევნების დღიდან ორი კვირის შემდეგ. ამ შემთხვევაში 15 ივნისიდან დაიწყება გადათვლა. თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ მოესწრო ყველა პროცედურა, ვგულისხმობ საჩივრის განხილვას და ასე შემდეგ. როდესაც დაინიშნება მეორე ტური, მასში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები. აქ უკვე ბარიერის გადალახვა აღარ უწევთ. გამარჯვებულია კანდიდატი, რომელსაც მეტი ხმა ექნება“, - განაცხადა ხმალაძემ.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურის დანიშვნის მაქსიმალური ვადა 24 დღეა. ამ შემთხვევაში მეორე ტურის დანიშვნის ბოლო ვადა 28 ივლისია.
მასალის გამოყენების პირობები






