ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახეთის რეგიონის სამ ოლქში - ყვარელში, თელავსა და ახმეტაში გამგებელს ხელხლა აირჩევენ.
თელავისა და ყვარელის შემთხევაში მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იბრძოლებენ, ახმეტაში კი ბრძოლა „ქართული ოცნებისა“ და „ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატებს შორის გაგრძელდება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყვარელში 30 უბნიდან მონაცემები დათვლილია 23 უბანზე – „ქართული ოცნების“ კანდიდატ ილია მზექალაშვილს 47,19% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს კი – 22,93%.
თელავში 38 უბნიდან მონაცემები დათვლილია 37 უბანზე – „ქართული ოცნების“ კანდიდატ ალექსანდრე შათირიშვილს 49,8% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს – 26,86%.
ახმეტაში 29 უბნიდან მონაცემები 23 უბანშია დათვლილი – „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ბაიდაურს ამ მომენტისთვის ხმათა 42,02% აქვს მიღებული, „ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ ზურაბ ფილაშვილს კი - 27,95%.
საგარეჯოს 49 უბნიდან 47 უბანზეა ხმები დათვლილი – „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი გზირიშვილს – 57,6% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გარსევან ბუხნიკაშვილს კი – 22%.
გურჯაანში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი გერგიძე 61,39%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი პეტრუზაშვილია - 23,15%–ით. სულ 51 უბნიდან მონაცემები დათვლილია 49 უბანი.
სიღნაღში 35 უბნიდან მონაცემები დათვლილია 26 უბანზე. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ჯანიკაშვილი 65,84%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაზა ზედელაშვილი - 18,13%–ით.
დედოფლისწყაროში 23 უბნიდან მონაცემები დათვლილია 22 უბანში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნიკოლოზ ჯანიაშვილს ხმათა 87,86% აქვს მიღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ემზარ ჯანაშვილს კი – 10, 2%.
ლაგოდეხის 37 უბნიდან მონაცემები დათვლილია 24 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კარლო ჯამბურია პირევლ ადგილზეა 51,97%-ით, მეორე ადგილს კი 30,97%-ით „ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ისაკო ცქიფურიშვილი იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






