„ჩვენ თავიდანვე გაცნობიერებული გვქოდა, რომ 50%-იანი ბარიერით რამდენიმე რეგიონში მეორე ტურის ალბათობა იქნებოდა, მაგრამ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებს და მხარდამჭერებს გამარჯვება.
მისი თქმით, გუშინდელი არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად ჩატარდა და თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იყო.
„მსურს შევაფასო გუშინდელი ისტორიული არჩევნები, ისტორიული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, პირველა დ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში ვიხილეთ დემოკრატიული არჩევნები, არჩევნები რომლებშიც მონაწილეობდა 16 ათასი კანდიდატი, ნათლად გამოჩნდა რომ ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციები მუშაობდნენ გამართულად და ხელისუფლება არ ჩაერია მათ საქმიანობაში. მსურს მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს. მსურს მადლობა გადავუხადო კანდიდატებს, დამკვირვებლებს, მსურს მივულოცო ამ არჩევნებში ჩვენი კოალიციის გამარჯვება ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენ ვლიდერობთ ყველა ოლქში, რაიუონში, ქალაქში, ჩვენ დავამტკიცეთ რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა.
ჩვენ შევიმუშავეთ პირველად ახალი თვითმმართველობის კოდექსი და ჩვენ შემოვიღეთ 50 პროცენტიანი ბარიერი, თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა, რომ ამ ბარიერის შემოღებით რამდენიმე ოლქში გაიმართებოდა მეორე ტური მაგრამ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, რათა ხალხს მივცეთ საშუალება რომ აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ არის გამართლებული მეორე ტური, ეს არის დაკავშირებული ხარჯებთან მაგრამ ამ პრეცენდენტის დაშვებით გაცილებით მეტი სიკეთის მიღება შეგვიძლია, ეს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის დიდი სიკეთის მომტანი იქნება.
ეს პრეცედენტი ვერ დაუშვა ვერცერთმა ხელისუფლებამ, ჩვენ დავამტკიცეთ ეს ქართულ რეალობაში. ჩვენ რეალურად რევოლუციური თვითმმართველობის არჩევნები ჩავატარეთ,. საზოგადოებას თავად უნდა გადაეწყვიტა ვის აირჩევდა. ჩვენი მხრიდან გამორიცხული იყო ყოველგვარი იძულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ამომრჩეველს გაეხსნება მოტივაცია რომ მისთვის სასურველი კანდიდატი აირჩიოს.
არჩევნებზე გამოჩნდა, რომ ხალხი ენდობა ღირსეულ კანიდიდატებს, მეორე ხაზზე გადმოიწია პარტიამ და პარტიულმა კუთვნილებამ. ჩვენ პატივი ვეცით ხალხის არჩევანს და მივეცით სრული ძალაუფლება.
ნათელი მაგალითია ამის, თუ რა მოხდა რამდენიმე ოლქში. იყო შემთხვევები, რომ ძლიერი კანდიდატები ჰყავდათ შერჩეული სხვა ოპოზიციურ პარტიებს, აღმოჩნდა რომ მათ დაიკავეს მეორე ადგილი, ეს არის ძალიან საინტერესო პრეცენდენტი.
მსურს გამოვყო საინტერესო მაგალითი მარნეულში, ჩვენ რჩევა მივეცით ჩვენს კანდიდატს რომ კანდიდატურა რეგისტრაციიდან მოეხსნა, ფიზიკურად ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, მარნეულის მოსახლეობამ კი გადაწყვიტა და ხმა მისცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ჩვენ უფლება არ გავქვს არ დავემორჩილოთ ხალხის არჩევანს.
ჩვენი ხელისუფლება შევა ისტორიაში, როგორც ხელისუფლება, რომელმაც ჩაატარა და დაამკვიდრა სამართლიანი არჩევნები. ეს არის ჩვენი ხელისუფლების გამარჯვება
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ რვა საათისთვის ეგზიტპოლები, იმ მომენტისთვის დავით ნარმანია ლიდერობდა, ახლაც ლიდერობს, დარწმუნებული ვარ რომ დავით ნარმანია გახდება თბილისის მერი, ჩვენ მაშინვე ვთქვით რომ საჭირო იყო დავლოდებოდით ცესკოს მონაცემებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






