"ყველაფერი ისეა, როგორც შევთანხმდით“ - რა ხდებოდა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
პოლიტიკა - 00:29, 16 Jun, 2014     2541

ყოფილი უფლებადამცველი, სტუდენტი ბექა ცხადაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც ცხადაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა თერჯოლის რაიონის სოფელ ახალთერჯოლის ერთერთ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო კოდექსის არა ერთ დარღვევას:

„თერჯოლის რაიონი, სოფელ ახალთერჯოლის საარჩევნო უბანი. 08:00 საათიდან ვიმყოფებოდი საარჩევნო უბანზე. პირველი, რაც თვალში მომხვდა იყო საარჩევნო უბნის შესასვლელთან მდგომი, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი წარმომადგენლის ახლო ნათესავი, რომელსაც უბნიდან გამოსულმა რამდენიმე მოქალაქემ ანგარიში ჩააბარა სიტყვებით "ყველაფერი ისეა, როგორც შევთანხმდით". მისი ვინაობის დასახელებისგან თავს შეიკავებ.

საქართველოს კანონმდებლობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სარგებლობენ უფლებით, მოახდინონ საკუთარი საარჩევნო უფლების რეალიზება საარჩევო უბანზე გამოუცხადებლად. სამწუხაროდ, აღნიშნულ რეგიონში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე ხმის მიცემის უფლება მისცეს მოქალაქეებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირებს. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს გაუჩინარდა საარჩევნო ბიულეტინების კონტეინერი, მოგვიანებით გაირკვა, რომ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს ის ამომრჩეველთან საცხოვრებელ სახლში დარჩათ.

დამკვირვებლები საარჩევნო პროცესის ზედამხედველობას ახორციელებდნენ არა იმდენად უშუალოდ საარჩევნო უბანზე, რამდენადაც საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მათგანი საარჩევნო უბნის მოშორებით ახლობლების მოკითხვით იყო დაკავებული. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ დამკვირვებელს მოქალაქემ სთხოვა განემარტა, ჰქონდა თუ არა უფლება სამივე ბიულეტინში არჩევანი გაეკეთებინა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რის პასუხადაც მიიღო, რომ ეს დაუშვებულია“, - აცხადებს ბექა ცხადაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42