მარგველაშვილი: ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხა
პოლიტიკა - 22:17, 15 Jun, 2014     1270

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის განმარტებით, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხა ღირსეულად:

“ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხა ღირსეულად, ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისკენ კიდევ ერთი ენერგიული ნაბიჯი გადადგა.

2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარებით ჩვენ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ციკლი დავასრულეთ და დემოკრატიული პროცესი შეუქცევად ტრადიციად ვაქციეთ.

ამ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა და უმთავრესი გამარჯვება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ, არის ის, რომ მკაფიოდ ვაჩვენეთ ჩვენი საზოგადოების მაღალი შეგნება, წინსვლა დემოკრატიული კულტურის განვითარების მიმართულებით, ხმამაღლა განვაცხადეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, განუხრელად ვიაროთ დემოკრატიისა და პროგრესის გზით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი მალე მოიმკის ამ ღირსეულ ნაბიჯთა სასიკეთო შედეგებს. გილოცავთ არჩევნების წარმატებით დასრულებას. ერთიანობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა დალოცოს საქართველო’’, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42