„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეგზიტპოლის პირველად შედეგებს არ აღიარებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ „დაჯღაბნილი ეგზიტპოლები ვერ გააჩერებს“.
„მე მინდა ივანიშვილის გასაგონდა ვთქვა, რომელიც ალბათ ზღვაზეა წამოწოლილი და კმაყოფილია, რომ ეგზიტპოლმა დავალება შეუსრულა. მინდა გითხრათ ბატონო ბიძინა, რომ სამი მთავრობა შევიწირე და შენც ჩემი მსხვერპლი იქნები შენი რეჟიმიანად. 30 წელი პოლიტიკაში ყოფნას ვაპირებ და არანაირი შენი დაჯღაბნილი ეგზიტპოლები არ გამაჩერებს. გიახლოვდება დიდი ცუნამი და ტაიფუნი და შენც წაილეკები, შენი ღარიბაშვილებიც, შენი უსუფაშვილებიც, შენი ნარმანიებიც და შენი „ქართუ ბანკის“ ბანდა, რომელმაც საქართველო გადააქცია შესღუდული შესაძლებლობების ქვეყანად“, - განაცხადა შელვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






