,,მშვენიერი დღეა.
რუსთავი ორის დაკვეთილმა ეგზიტპოლმა მეორე ტურის საჭიროება გვიჩვენა თბილისში - 46%.
იმედის მიერ დაკვეთილმა ეგზიტპოლმა - 51%, ანუ ძლივს აცდა
ცდომილების შესაძლებლობის გათვალისწინებით რუსთავი ორის ეგზიტპოლი უფრო ახლოსაა რეალობასთან.
დიდია ალბათობა, რომ "ქართული ოცნება" ოქმების გაყალბებას შეეცადოს - მაგრად გაუჭირდებათ.
ნებისმიერ შემთხვევაში ღარიბაშვილი მაგრად "გაბანძდა" - ორივე ეგზიტპოლმა ცხადყო, რომ პრემიერის ლაყბობა იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რადარზე აღარ ჩანს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ოჯახის წევრებიც აღარ აძლევენ ხმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 5%-იანი პარტიაა აღმოჩნდა ისეთივე "ტრუხა", როგორც "ქართული ოცნების" დაპირებების დიდი უმრავლესობა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ", მიუხედავად ძალადობისა, კანდიდატებზე ზეწოლისა, სისხლის სამართლებრივი დევნისა, შედეგი გააუმჯობესა.
"ქართული ოცნების" შედეგი, მკვეთრად გაუარესდა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






