„საია“ მმართველი გუნდის მიერ ეგზიტპოლების პირველადი შედეგების შემდეგ გამარჯვების ზეიმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და მსგავს საქციელს არამიზანშეწონილს უწოდებს:
„სანამ წარმოგიდგენთ დარღვევებს რაც საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დღეს 18:00 საათიდან ამ მომენტამდე, მანამდე მოკლე შეფასება იმისა, რაც „ქართული ოცნებიდან“ გამარჯვების ზეიმში გამოიხატებოდა, საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს წინასწარი მონაცემების გაჟღერებას, თუმცა, ეგზიტპოლებზე დაყრდნობით გამარჯვების ზეიმი არასწორი და არამიზანშეწონლია, მაშინ რა აზრი აქვს ხმების დათვლას, ჯერ წინასწარი მონაცემებიც არ არის გამოქვეყნებული.
დღეს მმართველ გუნდს ვთხოვდი გაიხსენონ საკუთარი შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა წინა ხელისუფლებაც ანალოგიურად იქცეოდა, რა კრიტიკულ შეფასებებს აკეთებდნენ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






