შინაგან საქმეთა მინისტრი ეგზიტპოლის პირველად შედეგებს ეხმაურება. თუმცა როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, უკეთესია „ეგზიტპოლებს არ დავეყრდნოთ და საბოლოო შედეგებს დაველოდოთ“.
„არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. იყო რაღაც დარღვევები, თუმცა ყველა დარღვევაზე იყო რეაგირება და ყველა საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ეგზიტპოლებს ნუ დავეყრდნობით, დაველოდოთ საბოლოო შედეგებს“, - განაცხადა ჭიკაიძემ.
„რუსთავის 2“- ის ეგზიტპოლის მიხედვით „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას 46,3% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს 27,2%.
„იმედის“ ეგზიტპოლების მიხედვით, პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია 51.2%-ით ლიდერობს. მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია 24.7%-ით იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






