საქართველოს პრემირ-მინისტრის განცხადებას არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება.
გოკა გაბაშვილის განცხადებით მეორე ტური გარდაუვალი პროცესია:
„ირაკლი ღარიბაშვილს განცხადების გაკეთებისთვის არავითარი მონაცემები არ სჭირდება, ის მოწყვეტილია მთლიანად რეალობას, მსურს ახლა არჩევნები, როცა დასრულდა მოვიკითხო ირაკლი ღარიბაშვილის რადარები და განვუცხადო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც მიაღწია მეორე ტურს და არის პარტია, რომელიც არის ამ მთავრობის მთავარი ალტერნატივა, ჩვენმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ ტყუილს, რომელსაც ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს, მსურს მივმართო დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, ჩვენ გვაქვს შანსი უკმაყოფილო მოსახლეობის ხმები გავაერთიანოთ და დავამარცხოთ მმართველი გუნდი“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






