საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ წევრმა გიორგი კობახიძემ, რამდენიმე წუთის წინ ეგზიტპოლის მიერ გამოქვეყებული პირველადი შედეგი შეაფასა.
კობახიძემ ეგზიტპოლის შედეგებს სამარცხვინო და უტიფარი უწოდა.
„ამ ფაქტში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ღრმად მიუყვება იმ გზას, რომლესაც თავის დროზე ქართულ პოლიტიკიში „ნაციონალურმა მოძრაობამ" დანერგა. მთელს დემოკრატიულ სამყაროში არჩევნების დამთავრების წუთს ეგზიტპოლის შედეგებს არავინ აქვეყნებს. რატომ? და იმიტომ, რომ შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე საათის მასალა იყოს დამუშავებული და ამას ჩვენი ეგზიტპოლების „მკვლევარებიც" აანონსებდნენ, ვიმეორებ ეს არის რეალობას მოწყვეტილი. მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომელბიც როგორც აღმოჩნდა საკუთარი რისკის ფასად არიან ჩართული საარჩევნო პროცესში, მე მოვუწოდებ ბოლომდე დაელოდონ და ბოლომდე აკონტროლონ დათვლის პროცესი, რადგან დარწმუნებული ვარ საბოლოო შედეგი ძალიან იქნება აცილებული იმ შედეგებს, რომელიც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაქირავებულმა სუბიექტებმა ამცნეს სრულიად საქართველოს, ვიმორებ ასე „ქართული ოცნება“ შორს ვერ წავა",- განაცხადა გიორგი კობახიძემ
მასალის გამოყენების პირობები






