ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს მასშტაბით დასრულებულია.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. დღეს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე ამომრჩევლს საშუალება ჰქონდა დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი.
საარჩევნო პროცესს დარღვევბის გარეშე არ ჩაუვლია. ეგზიტპოლების შედეგები რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებს, ამ არჩევნებისთვის ასარჩევია: 71 საკრებულოს 2088 წევრი.
თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, ასევე შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან (რომლებიც ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შედის) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.
თვითმმართველი ქალაქის საკრებულო (გარდა თბილისისა) შედგება: პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, ხოლო თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ზე ნაკლებია, პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისგან.
წევრების რაოდენობით ყველაზე დიდია თბილისის საკრებულო, რომელიც 50 დეპუტატისგან შედგება. ამათგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.
მერები, გამგებლები და საკრებულოს წარმომადგენლები ოთხი წლის ვადით აირჩევიან.
მასალის გამოყენების პირობები






