19:00 საათისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 14 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 48.
ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ აღამსარულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯაიამ განაცხადა და 15:00–დან 19:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებიზე ისაუბრა.
“კრწანისის #24 საარჩევნო უბანზე ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მიეცა უფლება, გაეკეთებინა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში; ზუგდიდის #62 და გორის # 42 საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 2 ფაქტი გამოვლინდა, გორის #1 და #3 საარჩევნო უბნებზე არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე ცნობით, მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის 4, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 8, ამომრჩევლის სიაში არ ყოფნის 4 და ბიულეტენის არ დამოწმების 3 შემთხვევა გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები






