გიორგი გეგეჭკორი - "ოპონენტები, რატომღაც არარსებულ დარღვევებზე ალაპარაკდნენ"
პოლიტიკა - 18:42, 15 Jun, 2014     3353

„ნაციონალური მოძრაობა“ დარღვევებზე საუბრით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” შტაბის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა როდესაც ოპოზიცია არარსებულ დარღვევებზე საუბრობს.

“მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, ჩვენმა ოპონენტებმა უკვე დაიწყეს მმართველი კოალიციის მიერ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი, მაშინ როდესაც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ასეთი ფაქტები და სერიოზული დარღვევები დაფიქსირებული არ არის.

კვლევებზე დაყრდნობითა და საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვიყავით ჩვენს გამარჯვებაში. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ენდობა საკუთარ მოსახლეობას და პირველად საქართველოს ისტორიაში, დაუშვა 12 მერისა და 59 გამგებლის პირდაპირი არჩევა, საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევა, კორექტირება გაუკეთა საარჩევნო სიებს და საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები გამოიყენა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები, ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ სრულად გამოეყენებინათ ხელისუფლების მიერ კანონმდებლობით გარანტირებული და სახელმწიფო უწყებების მიერ უზრუნველყოფილი დემოკრატიული და კონკურენტული გარემო, თავისუფალი მედია, ისინი რატომღაც ალაპარაკდნენ არარსებულ დარღვევებზე, რითაც მმართველი კოალიციისა და მთლიანად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ.

ამის ნათელი მაგალითია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოსდა მარნეულში ადგილი ჰქონდა ე.წ. „კარუსელის“ შემთხვევას. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ მარნეულში თქვა უარი საკუთარ ინტერესებზე და გამგებლობის კანდიდატურა ოპოზიციის სასარგებლოდ მოხსნა, რათა თავიდან აეცილებინა ეთნიკური დაპირისპირების მცდელობაც კი. შესაბამისად, იმ რაიონში, სადაც კანდიდატი არ გვყავს, გონიერებას მოკლებულია „ქართული ოცნების“ გაყალბებაში დადანაშაულება.

ასევე, ჩვენი მთავრობის აქტიურობითა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ინტერესით, არჩევნებს აკვირდება 30-ზე მეტი საერთაშორისო და 50-ზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია, დიპლომატიური კორპუსი, რაც გამორიცხავს „ქართული ოცნების“ ან რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ პროცესების მიკერძოებულ შეფასებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კონკურენტებს, თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისაგან და ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე”, - განაცხადა გეგეჭკორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42