„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ სცენის მონტაჟი დაიწყო იმისთვის, რომ გამარჯვება აღნიშნოს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბურჯანაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ აპირებს სატელევიზიო ეგზიტპოლებით საზოგადოებაზე მანიპულირება მოახდინოს.
„ამ წუთებში „ქართულმა ოცნებამ“, საკუთარი შტაბის წინ, სცენის მშენებლობა დაიწყო იმისათვის, რომ აღნიშნოს გამარჯვება, რომელიც ჯერ არ მოუპოვებიათ. ალბათ ფეიერვეკებსაც ამზადებენ. ამას წინ უსწრებს სატელევიზიო ეგზიტპოლებით მანიპულირება. არც ერთ ნორმალურ ქვეყნაში არ ხდება ეგზიტპოლების გამოცხადება. რვა საათზე გამოცხადებული ეგზიტპოლები არის მანიპულირების და არჩვნების გაყალბების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება შედეგი მოარგოს იმ ეგზიტპოლებს, რომელიც მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ გარიგების შედეგად დაიდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






