რამდენიმე წუთის წინ „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის გამგებლობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. კახა ტოლიაშვილი აცხადებს რომ, რიგ სოფლებში ამომრჩეველზე ზეწოლის მცდელობა მიმდინარეობს. ტოლიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება სოფელ ატენზე გაამახვილა. მან სოფლის რწმუნებული „ქართული ოცნების“ ღია აგიტაციაში დაადანაშაულა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის თქმით, დაფიქსირებული ფაქტები შესაძლოა არჩევნების შედეგებზეც აისახოს.
„კანონსაწინააღმდეგო აქტივობებია სოფელ ატენში N 25 უბანზე. სოფლის მოქმედი რწმუნებული ნუგზარ მძინარაშვილი სიტყვიერ ზეწოლას ახდენს ჩვენს დამკვირებელზე. მას სოფლიდან გაქრობით ემუქრება. ასევე ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი ფაქტებს აქვს ადგილი სოფელ არბოს და დიცის საარჩევნო უბნებზე“,- აცხადებს კახა ტოლიაშვილი.
გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ გორი
მასალის გამოყენების პირობები






