მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით ოფიციალური საჩივარი დარღვევების შესახებ არ შეულა.
საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლებად იმყოფებიან, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წევრები.
„ნაციონალური მოძრაობის“ წვერი ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მარნეულში დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.
„ნამდვილად ვერ გავიგეთ „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა თუ არა თავის კანდიდატი, იმიტომ რომ მარნეულის კანდიდატი“ ოცნების მხრიდან გამგებლობაზე თავქუდმოგლეჯილი ყველა სოფელში დადის და აგიტაციას ახორიცელებს, იყო რამოდენიმე შემთხვევა ფიზიკური დაპირისპირების, კერძოდ, ქაფანაღჩის ზონაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს მხოლოდ და მხოლოდ იმისა გამო, რომ მხარდამჭერია ფიზიკურად გაუსწორდენენ, მთლიანობაში კი არჩევნები დარღვევებით მიმდიანრეობს“,-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
თუმცა ამას უარყოფს მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური.
„მარნეულში არ არის დარღვევები და სიმშვიდეა მთლიანად, ვფიქრობ რომ ასეც უნდა გაგრძელდეს და ასეც გაგრძელდება დღის განმავლობაში. აქტივობა არის ოდნავ მეტი, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი დღეს უპრეცედენტოდ დემოკრატიული და ევროპული სატანდარტის არჩევნებს ჩავატარებთ“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მასალის გამოყენების პირობები






