„დაბალია სამოქალაქო განათლების დონე და ამომრჩევლებს არ ესმით თავიანთი უფლებები“
პოლიტიკა - 13:47, 15 Jun, 2014     1186

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში კვლავ დაბალია სამოქალაქო განათლების დონე და ამომრჩევლებს არ ესმით თავიანთი უფლებები.

ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ცქიტიშვილმა 13:00 საათისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში განთავსებულ საარჩევნო უბნებზე, სადაც ამომრჩევლებსა და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობს და ეს დამკვირვებლებს ხელს უშლის, არჩევნებს დააკვირდნენ სრულფასოვნად. მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა ახმეტის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად ჩეჩენი და ქისტი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში, პანკისის ხეობაში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად ვერ ერკვევიან საარჩევნო პროცედურებში. კომისიის წევრები მათ უხსნიან ხმის მიცემის პროცედურას, მაგრამ ვინაიდან ისინი აზერბაიჯანულ ან ქისტურ ენაზე საუბრობენ, დამკვირვებლები ვერ იგებენ, ამ დროს კონკრეტულად რაზე ესაუბრებიან კომისიის წევრები ამომრჩევლებს და ხომ არ ახდენენ მათზე რაიმე სახის ზეწოლას.

მართალია, ასეთ შემთხვევებს 13:00 საათისთვის მასობრივი ხასიათი არა აქვს, მაგრამ ზოგადად, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში კვლავ დაბალია სამოქალაქო განათლების დონე და ამომრჩევლებს არ ესმით თავიანთი უფლებები“, – დასძინა ცქიტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42