არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი აცხადებს, რომ წალკის რაიონის ზოგიერთ უბნებზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნების“ სარეკლამო მაისურებში გამოწყობილ ახალგაზრდებს ასაკოვანი ამომრჩევლები კაბინაში შეჰყავდათ და იქიდანაც მათთან ერთად გამოდიოდნენ.
„ეს კანონდარღვევაა. გარდა ამისა, ამ მაისურებში გამოწყობილები უბნებთან დგანან. ეს ამომრჩეველზე გარკვეული სახით ზეწოლის განხორციელებად შეიძლება, ჩაითვალოს. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ წალკის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლები არასწორად იყო შევსებული.
დაფიქსირდა ზესოლის კიდევ, რამდენიმე შემხვევა, რიგ უბნებზე კომისიის წევრები არიან გამგებლების ან კანდიდატების მეუღლეები და ამომრჩევლებთან აგიტაციას ეწევიან. სოფელ კოხტას გამგებელი სონია თანასოვა კი, რომელიც ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, ამომრჩევლებს ემუქრება გასახლებით“, - განაცხადა ნატალია ხოხიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






