კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წევრები მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ
პოლიტიკა - 12:47, 15 Jun, 2014     1199
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წევრები მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

"ჩვენი კოალიციის სახელით, კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, გადადონ ყველა საქმე და მობრძანდნენ არჩევნებზე. სხვადასხვა გამოკითხვებითა და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, ჩვენი კოალიცია ელის სერიოზულ წარმატებებს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. მარტვილი გახლავთ ის რაიონი, სადაც წინასწარი გამოკითხვებით ჩვენს კოალიციას არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვების რეალური შანსი აქვს", - აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ რაიონიდან დაიწყო დარღვევები, როდესაც გუშინ სოფელ დოშაყეში მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ მოსახლეობისთვის დაერიგებინათ ფქვილი, მაგრამ იმის გამო, რომ ფქვილის მიღების მსურველები მათთვის არასაკმარისი რაოდენობის აღმოჩნდნენ, როგორც ჩანს, მიიღეს სხვა გადაწყვეტილება და ნიღბიანმა პირებმა ღამის 2-3 საათამდე #16 უბნის ბიულეტენები გაიტაცეს. გატაცებული ბიულეტენი ნაპოვნია ნაგავსაყრელზე, რის გამოც ამ რაიონში არჩევნები ჩაიშალა.

"იმედია, ხელისუფლება მიმართავს პრევენციულ ზომებს, რათა დროულად იქნას აღკვეთილი მსგავსი ფაქტები და მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება თავისუფალ და მშვიდ გარემოში ხმის მიცემისა", - დასძინა მან.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42