კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პრესსპიკერი გიორგი გეგეჭკორი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახელით საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს ერთგვარი მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიუვიდათ. გეგეჭკორმა ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:
„ხშირ შემთხვევაში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციასაც, მათ შორის - კოალიციის ლიდერებსა და მათ ახლობლებზე საარჩევნო ტემპერატურის აწევის, ამომრჩევლისა და დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით. მიმდინარე არჩევნებს აკვირდება 50-ზე მეტი ადგილობრივი და 30-ზე მეტი უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაცია. არჩევნებს თვალს ადევნებენ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შესაბამისად, ოპონენტთა მცდელობა, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, აზრს არის მოკლებული“ - განაცხადა გეგეჭკორმა.
მასალის გამოყენების პირობები






