“პრემიერ-მინისტრის ბიძამ რამაზ ყორანაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ალექსანდრე ჯიბლაძეს შეუთვალა, რომ ორ სხვადასხვა უბანზე ბიულეტენების ჩაყრას გეგმავს და მისმა წარმომადგნლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება გორის რაიონის სოფლებს, დიცის 38–ე და არბოს 39–ე უბანს.
პარტიის ცნობითვე, წალკის 34-ე უბანზე "ქართული ოცნების" კანდიდატი აგიტაციას ეწეოდა; ბოლნისის 48-ე უბანზე (ტალავერის თემი) „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს მაჟორიტარობის კანდიდატის ძმამ აბას აბასოვმა ჩამოაგლიჯა სამკერდე ნიშანი, შემთხვევის შემდეგ კი საუბნო კომისიის თავმჯდომარე პარტიის წარმომადგენელს აღარ უშვებდა უბანზე იმ მოტივით, რომ აღარ ჰქონდა სამკერდე ნიშანი.
მასალის გამოყენების პირობები






