„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის თენგიზ გუნავას თქმით, ანაკლიაში საარჩევნო პროცესის ჩაშლა პოლიტკური მოტივით არის განპირობებული.
მისი თქმით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ ანაკლიაში „ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა და სწორედ ამიტომ ჩაშალეს საარჩევნო პროცესი.
„პრემიერ-მინისტრის ზეგანათლებულმა პიროვნებამ გაჭირვებული ხლახის გამოყენება დაიწყო. დღეს მომხდარი ფაქტი ამის კიდევ ერთი მაგალითია. ამ ოჯახს თავისი გაჭირვება აქვს და კიდევ მსგავს რამეებს აკეთებინებენ. ის, რაც დღეს ანაკლიაში მოხდა არის პოლიტკური მოტივით განპირობებული. ზუგდიდში წაგებული ჰქონდათ არჩევნები და მათ ეს იცოდნენ. სწორედ ამიტომ ჩაშალეს არჩევნები ანაკლიაში“ , - განაცხადა თენგიზ გუნავამ სოფელ რუხში, სადაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ზუგდიდის რაიონის #32 (ანაკლიის) უბანზე 2008 წელს დაკარგული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები შეიჭრნენ. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს და ბიულეტინები დახიეს. სწორედ ამიტომ ანაკლიაში საარჩევნო პროცესი ჩაიშალა.
მასალის გამოყენების პირობები






