გამოძიების ინფორმაციით 20 წლის ედემ ლენზე სკოლაში ზიგზაუერის და გლოკის სისტემის პისტოლეტებით, ასევე ბუშმასტერის თოფით მივიდა და ჯერ საკუთარი დედა მოკლა, რომელიც იმავე სკოლის მასწავლებელი იყო და შემდეგ ცეცხლი 5-6 წლის მოზარდებს გაუხსნა.
ადამ ლენზას დედის ნენსი ლენზას ცხედარი სამართლადამცავებმა საკუთარ სახლში იპოვეს,
პოლიცია ამბობს, რომ ეჭვმიტანილს კრიმინალური წარსული არ ჰქონია, კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც ემოციას და ცრემლებს ვერ მალავდა.
,,ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საზარელი დანაშაული გამოვიძიოთ და დაზარალებულ ოჯახებს დავეხმაროთ. ყოველთვის, როცა მსგავსი ტრაგედიების შესახებ ვიგებ, ჩემი რეაქცია არის არა როგორც პრეზიდენტის, არამედ როგორც მშობლის. არ მეგულება შეერთებულ შტატებში არცერთი მშობელი, რომელიც ახლა ისეთივე მწუხარებას არ გრძნობს, როგორც მე. პატარა ბავშვების დაკარგვამ გულები გაგვიტეხა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.
ამერიკის პოლიცია აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამოძიება სრულოყოფილად ჩატარდეს, რაშიც მათ ფედერალური პარტნიორები გაუწევენ დახმარებას,
გამოძიებისთვის ჯერ-ჯერობიუთ უცნობია რა მოტივით ჩაიდაინა ადამ ლენზამ დანაშაული, ცნობილია, რომ ის სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული და ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.
თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ ადამ ლენზამ დედასთან ერთად მამა და ძმაც მოკლა თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ყველა ის იარაღი, რომლითაც ლენზამ დანაშაული ჩაიდინა, მისი დედის სახელზე იყო რეგისტრირებული.
ამერიკა ამ საზარელ ტრაგედიას გლოვობს, ვაშინგტონში დაშვებულია სახელმწიფო დროშები და 4 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ამერიკის სკოლებში მსგავსი შემთხვევები მოხდა, 2007 16 აპრილს ვირჯინიის უნივერსიტეტში თავდასხმას 32 ადამიანი ემსხვერპლა, უმეტეს შემთხვევაში ამ კრიმინალის მიზეზად ამერიკის მცხოვრებლები ძალიან ლიბერალური კანონები სახელდება, რომელიც იარაღის შეძენაზე არსებობს და მოითხოვენ ამერიკის ხელისუფლებისგან კანონი გამკაცრდეს.
მასალის გამოყენების პირობები






