„როგორც მოგეხსენებათ დღეს დილას მარტვილში მე-16 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენები ძალადობით იქნა გატაცებული. გატაცებული ბიულეტენები აღმოჩენილი და დაბრუნებულ იქნა საარჩევნო უბანზე.
ადგილზე მყოფი ჩვენი დამკვირვებლები გვატყობინებენ, რომ კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საარჩევნო პროცესის შეჩერება.
ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოახდინოს ფაქტის დროული გამოძიება, დაადგინოს დამნაშავე პირთა ვინაობა, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და მიეცნენ დამნაშავე პირები პასუხისგებაში.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. მუხლი 162, პ. 2-"გ"“,- განაცხადა ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






