ნიკა მელია - ხმა მივეცი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის თანხმობის ჩამოყალიბებას
პოლიტიკა - 11:45, 15 Jun, 2014     1609

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი აზრი უკვე დააფიქსირა. მელამ ხმა მთაწმინდის #6 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არჩევანი უმცირესობის ერთ-ერთ წევრთან დავით საყვარელიძესთან ერთად გააკეთა.

როგორც ნიკა მელიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, თბილისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც იქნება ყველას მერი განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.

"ჩემი აზრით, ძალიან პრაგმატული და რაციონალური არჩევანი გავაკეთე. ხმა მივეცი არა დაუმთავრებელ ურთიერთდაპირისპირებას და კინკლაობას, არამედ, პირიქით, ხმა მივეცი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის თანხმობის ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მგზავრობის გაიაფებას, კომუნალური ხარჯების შემცირებას. დროა თბილისი და თბილისელები გათავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისაგან. დარწმუნებული ვარ, თბილისელები გააკეთებენ ასეთ ზუსტ, ასეთ პრაგმატულ არჩევანს, ვინაიდან, ბრმად ავტორიტეტზე გაყოლა არის ის, რამაც კარგი ვერ მოგვიტანა. ამის ნათელი მაგალითი ერთი წლის თავზე ჩვენ უკვე გვაქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

ნიკა მელია არჩევნების მეორე ტურს თბილისში არ გამორიცხავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42