ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის #11-ე უბანზე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, საქართველოს პრემიერმინისტრმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად დააფიქსირა, რის შემდეგაც ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა:
„პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, განვითარებას, წინსვლას, სტაბილურობას, ხმა მივეცი ჩემი შვილების ბედნიერ მომავალს, მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არჩევნები რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი სტაბილურობისთვის ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ჩვენ ვართ მაქსიმალურად მობილიზებული, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სტაბილურ გარემოში, მე მსურს მივმართო სამართალდამცავებს აღკვეთონ ნებისმიერი მცდელობა პროვოკაციასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა ქალაქში, ყველა რაიონში ლიდერობს, თუმცა, არც მეორე ტური არ იქნება ტრაგედია, თუ მცირე ხარვეზები იქნება ვთვლი რომ მაქსიმალურად სწრაფად იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






