ანაკლიის 32-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის თემურ იფენიას განცხადებით, უბანზე საარჩევნო პროცესი ჩაიშალა.
აღნიშნულის მიზეზი უბანზე ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედისა და ახლობლების შეჭრა გახდა.
„ჩვეულებრვად მიმდინარეობდა არჩევნები. მოვიდნენ ეს ქალბატონი და მისი ქალიშვილები. ჩვენ უფლება არ გვქონდა, ისინი არ შემოგვეშვა, რადგან ამომრჩევლები არიან. ქალბატონი ჯოხით იყო შეიარაღებული. მოიქნია ეს ჯოხი და დაანგრია ყველაფერი. ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ. არჩევნები ფაქტობრივად, ჩაშლილია, ბიულეტენები განადგურებულია, საარჩევნო ყუთი – დამტვრეული“,- განაცხადა თემურ იფენიამ.
როგორც ,,ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს აღნიშნულ ფაქტზე, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, 163-ე მუხლით, რაც საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






