დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციები დაფიქსირებულ დარღვევებზე მონაცემებს საზოგადოებას მიაწვდიან.
„რიგ უბნებში გამოვლინდა დარღვევები და პირველ რიგში ჩვენ დავიწყებთ მარტვილის მე-16 უბნით, რის შესახებაც ცესკომაც გააკეთა განცხადება, ცხადია ის დარღვევა, რომელიც შეიარაღებული პირების შესვლას და ბიულეტენების წაღებას უკავშირდება არის უხეში დარღვევა, არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსის, არამედ შეიცავს დანაშაულის ნიშნებსაც, როგორც ცესკომ განაცხადა ამ უბანში ჩატარდება განმეორებითი კენჭისყრა.
რაც შეეხება სხვა დარღვევებს, მთლიანობაში ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებით უხეში დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა, იყო რიგი დარღვევები, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს შენიშვნები.
უბანზე დამკვირვებლის არშეშვების პრობლემა გამოიკვეთა, ეს მოხდა მთაწმინდის 22-ე უბანზე და ბათუმის პირველ უბანზე, სადაც დამკვირვებლები არ შეუშვეს. ეს არ გახლდათ საიას დამკვირვებლები, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, დამკვირვებელს ნებისმიერ დროს აქვს უბანზე დაუბრკოლებლად შესვლის უფლება. ჩვენი შენიშვნის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა.
გამოვლინდა წილისყრის პროცედურული დარღვევები, როდესაც გადასატან ყუთთან დაკავშირებით დაფიქსირდა მსგავსი დარღვევა.
ზუგდიდის 76-ე უბანზეც მსგავსი პრობლემა წარმოიქმნა. ვაკის 19-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






