„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პოლიტიკა - 09:32, 15 Jun, 2014     709

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დაშავებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

აღნიშნულზე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

„შს სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება ფონიჭალაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 4 წევრის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით. მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულები, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გამოძიებასთან არ თანაშრომლობენ. შს სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის – არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თითოეული დარღვევის ფაქტზე სამინისტრო ოპერატიულ რეაგირებას, კანონით დადგენილ შესაბამის ვადებში მოახდენს“, - განაცხადა გიორგობიანმა.

"ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებზე თავდასხმა წუხელ მოხდა.

ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური წერს.

"ქართული ოცნების" თავდასხმა ჩვენს მომხრეებზე კრწანისში",- წერს დეპუტატი და ფაქტის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42