ინგლისი-იტალია - 1:2
სპორტი - 08:45, 15 Jun, 2014     3474

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებით დაიწყო გამოსვლა იტალიის ნაკრებმა. "სკუადრა აძურამ" D ჯგუფში უმთავრეს მეტოქე ინგლისის ნაკრებს ანგარიშით 2:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ იტალიელებმა მატჩის წინ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გუნდის პირველი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მოისკალისეს, მის ნაცვლად კი კარში ადგილისალვატორე სირიგუმ დაიკავა.

მანაუსში, "არენა ამაზონიაზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიშიჩეზარე პრანდელის შეგირდებმა 35-ე წუთზე ოსტატურად გათამაშებული კუთხურის შემდეგ გახსნეს - ანდრეა პირლომ ბურთი გაატარა, დარტყმა კი უმეთვალყურეოდ მყოფმა კლაუდიო მარკიზიომ შორიდან, მაგრამ ზუსტად შეასრულა - კუთხეში დარტყმულს ჯო ჰარტი ვერ შესწვდა.

იტალიელებს ზეიმი დასრულებული არ ჰქონდათ, რომ მარცხენა ფრთაზე გაჭრილმა უეინ რუნიმ საჯარიმოში ჩააწოდა და დენიელ სტარიჯსაც ისღა დარჩენოდა, ბურთისთვის ფეხი დაეხვედრებინა.

შესვენებამდე მარიო ბალოტელიმ აანერვიულა წინ გამოსული ჰარტი, რომლის დაუცველი კარის ხაზიდან ბურთი მცველის გამოსატანი გახდა. თუმცა, მარიომ მატჩის მეორე ნახევარში თავისი მაინც გაიტანა - 50-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე იტალელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს. მატეო დარმიანის პასის შემდეგ ანტონიო კანდრევამ ფლანგიდან ჩაჰკიდა, შორ ძელთან კი ბურთს თავი სუპერმარიომ შეაგება და თავისიანები წინ გაიყვანა.

დარჩენილ დროში იტალიელებმა კარის უსაფრთხოებაზე დაიწყეს ზრუნვა, ინგლისელთა მცდელობას კი შედეგი არ მოჰყოლია. გამოსარჩევი ეპიზოდი ისევ ჯო ჰარტის კართან შეიქმნა, როდესაც პირლოს საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა...

იტალიის ნაკრები შემდეგ ტურში კოსტა რიკას დაუპირისპირდება. ინგლისელებს კი საქმე გაურთულდათ - მომდევნო შეხვედრაში ურუგვაისთან მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42