ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ამომრჩეველთა დაზუსტებული რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენს. ეს მონაცემი დამუშავების შედეგად 61 357-ით ნაკლებია იმ მაჩვენებელზე, რომელიც ცესკომ თავდაპირველად 19 აპრილს გამოაქვეყნა. შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719-ს, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 3 613 851-ს შეადგენდა.
ცესკოს მონაცემები ასევე შეიცავს ამომრჩეველთა რაოდენობას 73-ვე ოლქში, საიდანაც უმსხვილესია ქუთაისი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 153 537–ს შეადგენს; შემდეგ მოდის თბილისის სამგორის და გლდანის ოლქები 132 697 და 132 358 ამომრჩევლით, შესაბამისად; ხოლო უმცირესი ოლქებია ყაზბეგი 5 242 ამომრჩევლით და ლენტეხი 5 916 ამომრჩევლით. ქვემოთ მოცემულია ამომრჩეველთა რაოდენობა რეგიონების და ოლქების მიხედვით:
თბილისი – 918 667
სამგორი – 132 697 გლდანი –132 358 ნაძალადევი – 125 880 საბურთალო – 117 607 ისანი – 104 543 ვაკე – 93 014 დიდუბე – 65 226 ჩუღურეთი – 56 118 მთაწმინდა – 50 106 კრწანისი – 41 118
იმერეთის რეგიონი – 548 240
ქუთაისი – 153 537 ზესტაფონი – 56 108 წყალტუბო – 52 087 სამტრედია – 47 321 ჭიათურა – 44 542 საჩხერე – 44 018 თერჯოლა – 34 567 ვანი – 26 284 ხონი – 23 484 ტყიბული – 23 184 ბაღდათი – 22 924 ხარაგაული – 20 184
ქვემო ქართლის რეგიონი – 391 902
რუსთავი – 104 456 მარნეული – 96 000 გარდაბანი – 71 192 ბოლნისი – 56 163 დმანისი – 22 301 წალკა – 20 997 თეთრიწყარო – 20 793
სამეგრელო– ზემო სვანეთის რეგიონი – 346 335
ზუგდიდი – 120 028 სენაკი – 40 932 ფოთი – 40 656 მარტვილი – 33 640 წალენჯიხა – 30 383 ხობი – 28 482 ჩხოროწყუ – 22 509 აბაშა – 21 463 მესტია – 8 242
კახეთის რეგიონი – 307 800
თელავი – 55 912 გურჯაანი – 54 147 საგარეჯო – 45 533 ლაგოდეხი – 39 013 სიღნაღი – 30 949 ახმეტა – 30 429 ყვარელი – 29 195 დედოფლისწყარო – 22 622
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 301 589
ბათუმი – 132 277 ქობულეთი – 67 912 ხელვაჩაური – 46 719 ხულო – 23 915 ქედა – 15 679 შუახევი – 15 087
შიდა ქართლის რეგიონი – 235 930
გორი – 109 517 ხაშური – 49 382 კასპი – 39 868 ქარელი – 37 163
სამცხე–ჯავახეთის რეგიონი – 145 260
ახალქალაქი – 38 016 ახალციხე – 34 467 ბორჯომი – 26 681 ნინოწმინდა – 20 960 ადიგენი – 15 426 ასპინძა – 9 710
გურიის რეგიონი – 112 092
ოზურგეთი – 63 552 ლანჩხუთი – 29 889 ჩოხატაური – 18 651
მცხეთა–მთიანეთის რეგიონი – 86 391
მცხეთა – 44 199 დუშეთი – 26 057 თიანეთი – 10 893 ყაზბეგი – 5 242
რაჭა–ლეჩხუმის რეგიონი – 35 542
ამბროლაური – 11 717 ცაგერი – 11 425 ონი – 6 484 ლენტეხი – 5 916
მასალის გამოყენების პირობები






