პრემიერი წინასაარჩევნოდ სამართალდამცავებს, პარტიებს და ამომრჩეველს მიმართავს
პოლიტიკა - 22:56, 14 Jun, 2014     1210
საქართევლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს წესრიგის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. პრემიერი ასევე მიმართავს პოლიტიკურ ძალებს, არ დაუშვან ძალადობა და ხოლო ამომრჩევლებს ღარიბაშვილი მიმართავს, მათთვის სასურველი კანდიდატი აირჩიონ.

"ნიუპოსტი" პრემიერ-მინისტრის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"ხვალ, 15 ივნისს, ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება იქნება კიდევ ერთი ტესტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით უნდა ჩააბაროს. სწორედ ამიტომ, ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველას - ხელისუფლებასაც და ხალხსაც.

ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მისი მტკიცე და ურყევი ნებაა. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ აბსოლუტურად თავისუფალი კონკურენტულისაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. საარჩევნო ადმინისტრაციამ და მისმა თანამშრომლებმა ყოველგვარი ჩარევის გარეშე უნდა განახორციელონ თავისი საქმიანობა. ხელისუფლება არ ჩარეულა და არც ჩაერევა მათ საქმიანობაში.

დღეს თითოეულ ამომრჩეველს აქვს სამართლიან და მშვიდ გარემოში, საკუთარი სინდისის კარნახით თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, ყველას შეუძლია ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეული ამომრჩევლის ხმას!

მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ ორგანოებ, უზრუნველყონ წესრიგი ყველგან, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. დაუყოვნებლივ აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია და სამართალდარღვევა, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს.

მოვუწოდებ უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ მხარდამჭერებს, არ დაუშვან ძალადობა, არ დაუშვან ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება იმიჯი შეულახოს ჩვენს ქვეყანას.

მოვუწოდებ ამომრჩეველს, მოვიდეს და ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. თვითმმართველობის ახალი კოდექსით ადგილობრივი ხელისუფლების არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩავატარებთ მაღალი სტანდარტების არჩევნებს, რომლის შედეგების სამართლიანობაშიც ეჭვი არავის შეეპარება. ამ არჩევნების წარმატებით ჩატარებით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს დემოკრატიული განვითარების გზაზე", - აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42