თამარ ჟვანიამ ცესკოში შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა
პოლიტიკა - 18:42, 14 Jun, 2014     1620
დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესის დასრულების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

უცვლელად გთავაზობთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას:

”ხვალ, ამომრჩევლებს (3, 429, 748) ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ თვითმმართველი ორგანოს - საკრებულოს წარმომადგენლები, მათი ქალაქის მერი ან მუნიციპალიტეტის გამგებელი.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად.

15 ივნისს, დილის 8:00 სთ-დან კენჭისყრისთვის გაიხსნება 3, 637 საარჩევნო უბანი, რომლებსაც უკვე გადაეცათ საარჩევნო ბიულეტენები, ოქმები და ყველა სხვა საჭირო მასალა. ხმის მიცემის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება. საარჩევნო კომისიის ყველა წევრს გავლილი აქვს საარჩევნო ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

თვითმმართველობის არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 45,300 წარმომადგენელი, 16, 000-ზე მეტი ადგილობრივი და 560 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო პროცესს 1,500- ზე მეტი მედია წარმომადგენელი გააშუქებს.

მას შემდეგ, რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge და ყველას ექნება საშუალება თვალი ადევნოს ამ პროცესს.

არჩევნების დღეს, დილის ცხრის ნახევარზე ცესკო გამართავს პირველ საინფორმაციო ბრიფინგს და დღის განმავლობაში რეგულარულად მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

მინდა შევახსენო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრისდღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 15 ივნისს ასევე აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. აქვე, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე კანონით იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ბოლოს, მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და მივმართო ყველა ჩართულ მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

გისურვებთ წარმატებულ არჩევნებს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42