როგორც ,,ნიუპოსტს“ სამინისტროდან აცნობეს, არჩევნების დღეს პენიტენციურ სისტემაში შესვლისა და არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ექნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ ყველა მედიასაშუალებას და დამკვირვებელს.
მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აუდიო-ვიდეო და ფოტოგადაღების განხორციელების უფლება მხოლოდ საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ექნებათ. აღნიშნული გადაღება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით უნდა განხორციელდეს. კერძოდ, მსჯავრდებულის გადაღება და მასთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ მისი თანხმობითაა შესაძლებელი.
სასჯელაღსრულების მთელ სისტემაში 8 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხმის მიცემისუფლებით საარჩევნოდ 521 მსჯავრდებული ისარგებლებს. საარჩევნო უფლებით სარგებლობს მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის 5 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






